რეზონანსი
06.12.2025

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს, რაზეც მაჭავარიანი აცხადებს, რომ არაერთხელ უნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ფარას“ დოკუმენტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ევროპარლამენტმა, უკვე მგონი რიგით მე-7 რეზოლუცია მიიღო, ჩვენი მოქალაქეები უკვე ყურადღებას არ აქცევენ. ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტულად იმ ლობისტური კომპანიიდან, ვისთანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს ყველაფერი „ფარათი“ დასტურდება“-განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×