რეზონანსი
07.12.2025

დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ეს შეიძლება, გახდეს გარანტია ვაშინგტონთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის.

„ეს შეიძლება, იყოს მოკრძალებული გარანტია იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ, სულ მცირე, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების პოვნაზე“, – აღნიშნა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×