
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა“.
ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „ცოტა იმედგაცრუებულია“.
„ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის ლიდერებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის. და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯერ არ წაიკითხა ის. გეგმა მისმა ხალხმა დაამტკიცა, მაგრამ მან არა. რუსეთი თანახმაა. მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს“, - განაცხადა ტრამპმა.