რეზონანსი
08.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

დაკავებული ს.ი. ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, ქონების დაზიანების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ს.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×