რეზონანსი
08.12.2025

„ინდოეთის ციფრული ეკონომიკის ზრდის ტემპი თითქმის ორჯერ უსწრებს ქვეყნის მშპ-ს ზრდას, რაც ასახავს სწრაფ გადასვლას აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონში, ტექნოლოგიურ განვითარებაზე“, - აღინიშნება ინდოეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

ციფრული ტრანსფორმაცია გახდა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მძლავრი ამძრავი აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონში. ამავდროულად, ელექტრონული კომპრციის ეკოსისტემაში აქტიურად განვითარდებიან ისეთი კომპანია, როგორიცაა იაპონური Rakuten, ჩინური Alibaba Group, ინდური Flipkart და ინდონეზიური GoTo Group, და კონკურენციას უწევენ გლობალურ მოთამაშეებს, მათ შორისაა Amazon და Walmart. 

მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რეგიონში მსოფლიო ეკონომიკაში სწრაფი ცვლილებების ფონზე რეგიონი აღმოჩნდა გარდამავალ ეტაპზე. რეგიონის ქვეყნებისთვის ახალ ტენდენციებთან ადაპტირება და სტრატეგიული პოზიციონირება საკვანძო ფაქტორებია სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებისთვის. 

გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის ზოგადი შენელების მიუხედავად, აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით. ბოლო ოთხ ათწლეულში აზიის შიდა ვაჭრობა გაიზარდა 43%-ით და დღეს მთლიანი საქონლის ბრუნვის ნახევარზე მეტი ვრცელდება რეგიონის ქვეყნებზე. მსგავსი ტენდენცია აღინიშნება პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების სფეროშიც; აზიელები უფრო აქტიურად აბანდებენ ინვესტიციებს ერთმანეთის ბაზრებში. 

თუმცა, ანგარიშის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მიწოდებების რეგიონალური ჯაჭვების ინტეგრაცია კვლავ განიცდის სერიოზულ გამოწვევებს რეგულირებაში განსხვავებების, ფრაგმენტაციის, და კონცენტრაციის რისკების გამო. გადაწყვეტილებად ექსპერტებს მიაჩნიათ პოლიტიკური რეფორმების გატარება, რომლებიც მიზნად ისახავენ ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანას, პროცესების დიჯიტალიზაციას, და ფინანსური ინსტრუმენტების გაძლიერებას მიწოდებების ჯაჭვების მდგრადობის გასაზრდელად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებას. 

ხაზგასმულია საერთო სატრანსპორტო ქსელების, დამაკავშირებელი პორტების, რკინიგზის და შიდა ლოგისტიკური ცენტრების შექმნის აუცილებლობა. კოორდინირებული ინვესტიციები, ერთიანი რეგულირება და მდგრადი დაფინანსება ხელს შეუწყობენ ისეთი ინფრასტრუქტურის ფორმირებას, რომელიც განაპირობებს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ინტეგრაციას. 

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადამამუშავებელი მრეწველობა თამაშობს საკვანძო როლს აზიისა და წყნარი  ოკეანეს რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში, გლობალური გადახრა მომსახურების სფეროსადმი ცვლის სამომავლო ზრდის მოდელებს. ხელისუფლებებმა უნდა დააბანდონ ინვესტიციები განათლებაში და უნარების განვითარებაში, რომლებიც საჭიროა მომსახურებების სფეროში მუშაობისთვის, გააუმჯობესონ ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა და წაახალისონ ინოვაციები მომსახურებების გაწევის სფეროში. გაუმჯობესებული ციფრული ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო შეთანხმებები ასევე მნიშვნელოვანია ზრდის სტიმულირებისთვის. 

ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდება ხელოვნური ინტელექტის აქტიური დანერგვის წყალობით, რომელიც გაზრდის წარმადობას, ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას ეკონომიკის ყველა დარგში. 

განსაკუთრებული ყურადღება მოხსენებაში ეთმობა ინდოეთის წარმატებას მძლავრი ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნაში, მათ შორისაა იდენტიფიკაციის სისტემა Aadhaar, სწრაფი გადახდების პლატფორმა UPI და ელექტრონული კომერციის ღია სისტემა ONDC. ექსპერტები თვლიან, რომ ეს მოდელები წარმატებით იქნებიან ათვისებული რეგიონის სხვა ქვეყნებში. 

დასკვნაში ხაზგასმულია, რომ რეგიონის სამომავლო ეკონომიკური ზრდა დიდ წილად დამოკიდებული იქნება ქვეყნების მზადყოფნაზე ციფრულ ტექნოლოგიებთან, რეგიონალური თანამშრომლობის დონეზე, და ერთიან განვითარების სტრატეგიაში მომსახურებების, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის ინტეგრირების პოტენციალზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×