
მმართველ გუნდში ენჯეო სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით, იმ განსხვავებულ გზავნილებზე საუბრობენ, რაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ერთმანეთის პარალელურად ისმის.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჩანს, რომ პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასა და დღევანდელ ევრობიუროკრატიას შორის.
"რეალურად, მომსწრეები ვართ, რომ შეიძლება ითქვას, პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასა და დღევანდელ ევრობიუროკრატიას შორის ევროპაში. რუბიოს ის განცხადებაც, თავის დროზე რომ არ უნდა ჩარეულიყვნენ და არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ თავისი ეროვნული ინტერესები წინა ხაზზე წამოწიონ, დღევანდელი განცხადება იგივე რუბიოსი, რომ თუ დახმარება გინდა უნდა დაეხმარო ქვეყანას და არა ენჯეო სექტორს. მაშინ, როდესაც საპირისპიროს ამბობს და აკეთებს კიდეც ევრობიუროკრატია, როდესაც ამბობს, რომ კანონმდებლობის დარღვევით და გვერდის ავლით ცდილობენ, შავი ფული ჩარიცხონ საქართველოს ენჯეო სექტორში. როცა ჩვენ, თავის დროზე შევიტანეთ გამჭვირვალობის კანონი, რას გვპასუხობდნენ? რომ იყო მათი პროცესი გამჭვირვალე, და დღეს რას აკეთებენ? ამბობენ, რომ შავი ფული უნდათ, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლით ჩარიცხონ ენჯეო სექტორში. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს," - აცხადებს პარტია "ხალხის ძალა" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, მარკო რუბიო ამბობს, რომ ამერიკა აღარ აპირებს ენჯეოებზე მილიარდობით დოლარის დახარჯვას, მარტა კოსმა კი მანამდე თქვა, რომ ბრიუსელი არასამთავრობოების დაფინანსებას ზრდის და უცხოური ფულის საქართველოში შემოტანის გზებს ეძებს.