რეზონანსი
09.12.2025

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხით მოხდეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ამ უფლების განხორციელება წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდეს ელემენტარულად გადაადგილების შესაძლებლობასთან. ერთი კონკრეტული ადამიანის უფლების რეალიზება იქ მთავრდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან. ამიტომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომა. სწორედ ამ მიზნით შესაბამისი ცვლილებების შედის კანონმდებლობაში როგორც სანქცირების, ასევე კონკრეტული რეგულაციის დადგენის ნაწილში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×