რეზონანსი
09.12.2025

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. „ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.

2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17%-ია.

2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს.

III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15%), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6% შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×