რეზონანსი
09.12.2025

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი უხეშად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. 

„ბრიტანეთის ელჩის ეს განცხადება, რომელიც მან სტუდენტებთან გააკეთა, მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იგი აგრძელებს გლობალური ომის პარტიის დაკვეთას, რათა საქართველოს იმიჯი შეულახოს. მისი ეს განცხადება არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. ბრიტანეთის ელჩს შევახსენებ მათივე ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომელიც მიუთითებს იმას, რომ ბრიტანეთი ასცდა იმ ცივილური განვითარების კურსს, რომელიც უნდა ჰქონდეს თანამედროვე სახელმწიფოს“, - აცხადებს სეფაშვილი. 

ბრიტანეთის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. გარეტ უორდმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდება.

თბილისში ელჩის მხრიდან სიცრუეზე საუბრობენ და ბრიტანეთის ელჩს ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის იმ განცხადებებს ახსენებენ, რომლებიც ბრიტანეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×