რეზონანსი
09.12.2025

ვინმემ ხელი ჰკრა ღობე რომ გადაენგრიათ, ვინმემ ყურში ჩასჩურჩულა, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გასაღები უნდა ჩავიბაროთო, ვინმემ ჩვენი მხრიდან უთხრა, რომ ხელისუფლების დამხობა კარგი იდეაა? ეს ვინც უთხრა იყო ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას - „ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი ამბობენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული - რა იქნება თქვენი პასუხი?“

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალადობა წაქეზებულია ბრიუსელის მხრიდან.

„აი, სად მოვიდა ევროკავშირი - ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით ხალხის შეკრებას. ამ დამხობის მცდელობის პარალელურად, ღობეს რომ ანგრევდნენ, ძალადობდნენ სამართალდამცველებზე, პარალელურად რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ და ბრიუსელისა და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნები დებდნენ მხარდამჭერ პოსტებს - მიდით ქართველებო, გადაანგრიეთ, თქვენი უნდა იყოს ხელისუფლება, ხალხის მხარეს ვართ ჩვენო. ძალადობრივი დამხობა გარედან მხარდაჭერილი და წაქეზებული იყო და როგორც კი ეს ყველაფერი ჩაფლავდა, ყველა გაიტრუნა. მოგისმენიათ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის დაგმობა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით? ევროკავშირის ელჩი დღემდე დუმს, ბრიუსელი დღემდე დუმს. ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან, რომ ძალადობას გმობენ და ასეთი ზოგადი ფრაზებით ერთმანეთს ელაპარაკონ. ქართველ ხალხს აინტერესებს კონკრეტული პასუხი ევროკავშირის ელჩისგან და სხვა ხმამაღლა მოსაუბრე ელჩებისგან - 4 ოქტომბრის ძალადობრივ შტურმს გმობენ თუ არა და ამბობენ თუ არა, რომ ეს დანაშაულია?

პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი და სხვა ასეთი ძალადობრივი აქტები არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, რომელიც წაქეზებული და რიგ შემთხვევაში ბრიუსელის მხრიდან იყო დაფინანსებული და ეს აღიარებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, მათ შორის ისფედის დღევანდელ ხელმძღვანელს, რომ ისინი ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას. ისინი მხარს უჭერენ ტერორისტებს, როლებიც აცხადებდნენ, რომ ყიდულობდნენ ფეიერვერკებს, იმისთვის, რომ პარლამენტი გადაეწვათ. სამწუხაროდ დღეს ძალადობა საქართველოში წაქეზებული და გამართლებულია ბრიუსელის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×