რეზონანსი
09.12.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განათლების რეფორმას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა საქართველოში უმაღლეს განათლებას თვისობრივად გააუმჯობესებს.

„საქართველო იქნება იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომელშიც მთლიანი განათლების სისტემა სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაფინანსებული და მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. გახსოვთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლამდელი აღზრდა ფასიანი გახადა, სკოლები იყო უფასო, უნივერსიტეტები ფასიანი. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღები) უფასო გახადა, სკოლები დარჩა უფასო და ახლა უმაღლესი განათლებაც ხდება სრულად უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

საქართველო იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ მოქალაქეებს მისცეს უფასო უმაღლესი განათლება. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომზადებულ ცვლილებებს, დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ. ცვლილება 5 კანონში შედის. ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სასწავლო გრანტს ეხება. ისტორიაში პირველად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის, სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაფარავს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×