რეზონანსი
09.12.2025

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

„ვენსმა მიუნხენში უკვე ნათლად გამოხატა თავისი ზიზღი ევროპის მიმართ, რომელიც ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დონემდე აამაღლა. ეს ევროკავშირისთვის პოლიტიკური ომის გამოცხადებაა. მას სურს თეთრი ევროპა, რომელიც ერებად არის დაყოფილი და მის მოთხოვნებსა და ხმის მიცემის პრეფერენციებს დაემორჩილება.” - წერს ბორელი X-ზე.

მისივე თქმით, ევროპელმა ლოდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი მათი მოწინააღმდეგეა და მტკიცედ უნდა დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი.

“ევროპელმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი ჩვენი მოწინააღმდეგეა, შიშისა და თვითკმაყოფილი დუმილის მიღმა დამალვა და ამის ნაცვლად, მტკიცედ დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი - ტექნოლოგიურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე პოლიტიკურ საკითხებში.” - წერს ჯოზეფ ბორელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×