
ბოლო პერიოდში არაერთი დეზინფორმაციის კვალი რატომღაც დიდ ბრიტანეთამდე მიდის, - აცხადებს „ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. მახაშვილი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩომ თუ ელჩმა, თავად უნდა განმარტოს რა იყო დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი.
„როდესაც ვხედავთ, რომ დიპლომატები ჩართული არიან დეზინფორმაციულ პროცესებში, ვალდებული ვართ საზოგადოებას ავუხსნათ რა ხდება, დავსვათ კითხვები და თავად ამ სახელმწიფოებს მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება ხოლმე, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, მიყოლებით, საქართველოს წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა და ეს კვალი ყოველთვის ლონდონთან მიდის, ამიტომ სჯობს, თავად კარგად განმარტონ რა იყო ამ დეზინფორმაციის მიზანი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტუორდმა სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიააღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.