რეზონანსი
09.12.2025

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნის ელჩმა შეიძლება გააკეთოს განცხადება, თუმცა ის უნდა ემყარებოდეს სიმართლესა და სამართლიანობას, მაშინ როცა საქართველოსთან მიმართებით ზოგიერთი ელჩი პირდაპირ ჩარეულია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობასა და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მხრიდან სტუდენტების წინაშე გაკეთებული განცხადების შესახებ, პასუხისას აღნიშნა, ძალიან მძიმეა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, თავისი დიპლომატიური მისიის გარდა ყველაფერს აკეთებენ.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის ცრუ განცხადებებს, თუმცა საინტერესო არის ის, რომ ყველა საუბრობს ამ ტონით, მაგრამ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არანაირი კონკრეტიკა და საფუძველი იმისა, რომ ასე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, თავისი დიპლომატიური მისიის გარდა, ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერს კადრულობენ, პირდაპირ არიან ჩარეულნი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით.

შეიძლება ელჩმა გააკეთოს განცხადება, მაგრამ ეს უნდა იყოს სიმართლეზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული.

ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და, ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და საიდან იმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×