რეზონანსი
09.12.2025

ოპოზიციისა და გარე ძალების მხრიდან ყველა თავისუფლება გამოყენებულია იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრება იდგეს მუდმივი შანტაჟის ქვეშ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი არის დაგეგმილი აქციები, რომლის მიზანია, საზოგადოებაში გამოეწვიათ დესტრუქცია, უკმაყოფილება და ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ სახელმწიფო მათ ინტერესებს ვერ დაიცავს.

„მათი მცდელობა იყო, საზოგადოება მოემზადებინათ, რათა ხელისუფლების ჩამოშლის სცენარი განხორციელებულიყო. ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებაზე ასეთი ზეწოლა აღკვეთოს და ის გონივრული ბალანსი უნდა დადგეს, როცა გამოხატვის თავისუფლება იყოს, მაგრამ სახელმწიფოს ჩამოშლის საშუალება არავის მიეცეს. სახელმწიფოს მხრიდან ყველა უკანონო ქმედებას კანონიერი პასუხი ექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×