რეზონანსი
09.12.2025

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ლიდერის, დონალდ ტრამპის უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებაზე რეაგირება მოახდინა. მისი თქმით, ის ამისთვის ყოველთვის მზად არის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის", - უპასუხა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა გაზეთ La Repubblica-ს.

მანამდე დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს.

მისი თქმით, უკრაინა ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებს, რაც დემოკრატიას აღარ ჰგავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×