რეზონანსი
10.12.2025

მიმდინარე წლის მაისში, ბორჯომის დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული, თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ BMG-ის ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მშენებლობას 12 თვე დასჭირდება, ინვესტიცია კი 15 მილიონი დოლარი იქნება. ამ დროისთვის კომპანიაში სამშენებლო ნებართვას მოლოდინში არიან.

„დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიისთვის მოვამზადეთ რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში გვაქვს წარდგენილი. მათთან აქტიურად ვმუშაობთ. იმედს ვიტოვებთ, რომ მშენებლობის შესაბამისი ნებართვა უახლოეს პერიოდში გაიცემა, რის შემდეგაც დავიწყებთ რეკონსტრუქციას, აღვადგენთ და სამუშაო ადგილებს დავუბრუნებთ იმ 400-მდე დაზარალებულს, რომელიც იქ მუშაობდა. 

დღეს მუშა პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავრებთ ამ ფორმალურ ეტაპებს, უკვე გადავალთ აქტიურ მშენებლობაში. სამშენებლო სამუშაოებს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 12 თვე დაგვჭირდება, იმიტომ რომ ეს იქნება ერთგვარი სენდვიჩ-პანელით გაკეთებული. თითქმის 15 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. ხაზს გავუსვამ, ეს ჩვენი ჯგუფისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნების და იმ ვალდებულებების შესრულების ნაწილია, რაც დაზარალებულების და ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე წინაშე ავიღეთ“, - ამბობს GRDC Holding-ის გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×