
მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100- ან, თუნდაც, 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე, თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას, შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.
„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან, თუნდაც, 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები ოთხ მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.