რეზონანსი
10.12.2025

2024 და 2025 წლები იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს უცხო ძალა., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა, რუსთაველის გამზირზე მიბრძანდა, დავალება შეასრულა - 30-წამიანი ვიდეო ჩაწერა და შემდეგ გაუჩინარდა. ან შარშან 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ ჩამობრძანდნენ და აქციაზე მივიდნენ, ეს ვინმეს მოგველანდა თუ ვინმეს რამეს ვაბრალებთ?! ბატონი ელჩები: ჰერჩინსკი, ფიშერი და მათი სხვა კოლეგები, რომლებიც პირდაპირ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს კონკრეტული პოზიციებით, მუდმივად ხვდებოდნენ რადიკალური ძალის წარმომადგენლებს, ეს არ არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა?!

გვახსოვს მიხაელ როთი, რომელიც უჩვეულოდ აქტიური იყო საქართველოსთან მიმართებით. ეს ადამიანები მუდმივად იყვნენ დაკავებული, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ეკეთებინათ კონკრეტული განცხადებები საერთო მესიჯბოქსით, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი, საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია. ყველამ თავი უნდა დაანებოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშ ჩარევას“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×