
პარლამენტის თავმჯდომარის მრავალგზის მოწოდებას, გაემიჯნონ ტერორიზმში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე "ღამის კურიერის" ეთერში პასუხობს.
მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი "ლელოს" უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას სთხოვს, თანაც, კუპრაძის განცხადებით, სხვა პარტიის თავმჯდომარე თავიანთი პარტიიდან გარიცხონ.
"თვითონ ხომ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამ ადამიანს გაემიჯნეთ, გარიცხეთო. საიდან უნდა გავრიცხოთ ეს ადამიანი, როდესაც თავად არის თავისი პარტიის თავმჯდომარე?! როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან, რომელიც სხვადასხვა სუბიექტია?! - არანაირი სტრუქტურული ერთობა არ არსებობს, არც სამართლებრივად, არც ფაქტობრივად, უბრალოდ, სამართლებრივადაც შეზღუდულია რაიმე ტიპის კოალიციური სუბიექტის შექმნა. კანონი გვიკრძალავს, რომ ერთ პარტიაში ოფიციალურად ვიყოთ, სხვა პარტიის წევრია. ვერსაიდან ვერ გაირიცხება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.