რეზონანსი
11.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფიფია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ოთარაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი არჩილ მახარაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გეწაძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×