რეზონანსი
11.12.2025

„სასიამოვნო ამბებია  ჩეხეთიდან, ჩეხი პატრიოტი, კონსერვატორი ანდრეი ბაბიში ხელისუფლებაში დაბრუნდა. ის უკვე გახდა ოფიციალურად ქვეყნის პრემიერი და მთავრობის დაკომპლექტებას და ფსევდოლიბერალური ნაგვისაგან გაწმენდას შეუდგა“- წერს გიორგი გამსახურდია სოცილაურ ქსელში. 

გამსახურდია ბაბიშის თვისებებზე წერს, რომ არის ძლიერი პოლიტიკოსი და მისთვის მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტრადიციული ღირებულებები.

„სასიამოვნო ამბებია  ჩეხეთიდან, ჩეხი პატრიოტი, კონსერვატორი ანდრეი ბაბიში ხელისუფლებაში დაბრუნდა. ის უკვე გახდა ოფიციალურად ქვეყნის პრემიერი და მთავრობის დაკომპლექტებას და ფსევდო-ლიბერალური ნაგვისაგან გაწმენდას შეუდგა. იან ლიპავსკი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი) და მსგავსი გარეწრები, რომლებიც ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, დარჩნენ ბორტს მიღმა. 

თავად ბაბიში, არის ძლიერი პოლიტიკოსი და მისთვის მთავარი გახლავთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტრადიციული ღირებულებები. 

ნელ-ნელა, მთელი ევროპის მასშტაბით მიდის წმენდა ფსევდო-ლიბერალური ჭირისგან.

წინსვლა და წარმატება ბატონ პრემიერს.

P.S. რომ ვიძახდი მოიგებს ბაბიში-თქო, ვიღაცები არ მეთანხმებოდნენ, უფრო სწორედ, არ უნდოდათ რომ მოეგო, არ დავასახელებ რომელი კლასტერის წარმომადგენლები, იოლად მისახვედრია“, - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×