
ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.67 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია, სადაც 12 ცალის ყიდვა სულ რაღაც 92 ცენტადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, Numbeo-ს რეიტინგიდან ირკვევა, რომ ჩვენთან კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 101 ქვეყანას შორის საქართველოს 62-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით, 12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.43 დოლარს შეადგენს.
საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 2.14 დოლარია (70-ე ადგილი). შემდეგია რუსეთი, რომელმაც რეიტინგში 1.71 დოლარით 84-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოში კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება აქ 1.5 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 94-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად სომხეთი რეიტინგში ვერ მოხვდა.