რეზონანსი
11.12.2025

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად კონცენტრირებულია ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი პრიორიტეტულად არ მიაჩნია, - ამის შესახებ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს მე ორიენტირებული ვარ სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე და, პირველ ყოვლისა, ამერიკელებთან მუშაობაზე. მესმის, რომ საზოგადოების ზოგიერთ წევრს ოფისის ხელმძღვანელის მიმართ კითხვები აქვს. თუმცა, გაკვირვებული ვარ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გახდა, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ომის დასრულებასთან და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა საკითხი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად რამდენიმე კონსულტაცია გამართა. მისი თქმით, არის გარკვეული საორგანიზაციო დეტალები. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაკანტურია ასევე ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრების პოსტები.

„პრიორიტეტია ომის დასრულება და ჩემი საერთაშორისო სამუშაო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე მსურველთა კოალიციასთან მუშაობაა. არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომელზეც ვმუშაობ და მათგან ერთ-ერთი - ოფისის ხელმძღვანელის დანიშვნა, ნამდვილად არ არის პრიორიტეტული საკითხი", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკის გათავისუფლების შესახებ 28 ნოემბერს განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×