რეზონანსი
11.12.2025

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ მათ ზეწოლა უნდა მოახდინონ ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირობებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა დათანხმდება ტერიტორიულ დანაკარგებს და შეზღუდავს საკუთარი სამხედრო ძალების რაოდენობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრამპმა გაიმეორა საჯარო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ზელენსკის არ ჰქონდა წაკითხული აშშ-ის სამშვიდობო გეგმა და მცირედი მინიშნებაც კი არ მისცა, რომ მზად იყო ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული პირობების გადასინჯვისთვის.

ტერიტორია და უსაფრთხოების გარანტიები რჩება უკრაინისთვის მთავარ საკამათო საკითხებად. ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინას არ აქვს არანაირი იურიდიული ან მორალური უფლება, დაუთმოს ტერიტორია რუსეთს.

მოსკოვმა მოითხოვა უკრაინის გასვლა დონეცკის ოლქიდან, რომლის სრულად აღებაც რუსეთმა ძალის გამოყენებით ვერ შეძლო.

ზელენსკი დიდი ხანია ამბობს, რომ როგორც პრეზიდენტს, მას არ შეუძლია ცალმხრივად გადაწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების ბედი, რაც უნდა დაამტკიცოს უკრაინელმა ხალხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×