რეზონანსი
12.12.2025

თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს, გერმანიის ელჩს სჯერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ BBC-ის ფილმზე საუბრისას.

მისივე შეფასებით, საკითხზე გამოძიება დასრულდა და ყველაფერი დამთავრებულია.

„შედეგს როგორ მიაღწია [ფილმმა] ყველამ ვნახეთ - დაზარალებული დარჩა ბუმბულგაცვენილი თუთიყუში. ამ სათაურს რომ წაიკითხავ ტრაგიკომედიაა და ამ ჟანრშია შესული, როგორც BBC-ის სტატიის დამკვეთი, შემდეგ ამათი გამხმოვანებელი აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. გამოძიება დასრულდა მკაფიოდ და აქ დამთავრებულია ყველაფერი. ეს ხომ დიდი და ბინძური პროპაგანდის ნაწილია, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელდა? რატომ გვიკვირს, რომ ასეთ აბსურდს ვინმე დაწერს და გამოაქვეყნებს?“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×