
29 წლის სერგი შტააძე გარდაცვალებამდე, სავარაუდოდ, სცემს - სოფელ ბრილის მკვიდრის ცხედარი, თბილისში მიტოვებული შენობის ნანგრევებში იპოვეს.
როგორც სოფელ ბრილის მკვიდრები, ამბობენ, გარდაცვლილი თბილისში ტაქსზე მუშაობით ირჩენდა თავს, საბედისწერო დღეს კი ნათესავთან იმყოფებოდა, საიდანაც ფეხით წამოვიდა. სწორედ ამ დროს დაიკარგა 29 წლის კაცის კვალი დიღომდან, მეორე დღეს კი პოლიციამ მისი ტელეფონი "გუდვილის" ტერიტორიაზე, დიდ დიღომში იპოვა.
"ნაცემია, მეტი ვერაფერი დაადგინეს, ნაცემი ყოფილა, გარეთ, ნანგრევებში იპოვეს. ჩანს ცელოფნით რომ მივიდაო, მერე იმ შენობაში იკარგება მერე კვალი. ძალიან იყო ნაცემიო, წელები სულ ჩამთხვლეული აქვსო. ტაქსის მძღოლი იყო. უთქვამს, ავალ ბინაში და დავიძინებო, მერე რომ გათენებულა სატაქსაოდ აღარ გამოჩენილა", - განუცხადა "ტვ პირველს" მეზობელმა.
"მთელმა სოფელმა სუდარა გადაიფარა მაგის გარდაცვალების გამო, რომ ასეთი მსვერპლი რატომ შეიქნა ეს ბიჭი. ძალიან თბილი და შრომისმოყვარე იყო", - ამბობს ადგილობრივი.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში პოლიციამ გუშინ იპოვა.