რეზონანსი
12.12.2025

ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინამ აშშ-ს გაუგზავნა და რომელსაც ბრიუსელი მხარს უჭერს. დოკუმენტის ახალი რედაქცია, სავარაუდოდ, ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1-ელ იანვრამდე.

FT-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება აიძულებს ევროკავშირს, გადახედოს ახალი ქვეყნების მიღების მიდგომებს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ თუ აშშ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, დონალდ ტრამპმა შესაძლოა თხოვოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, შეწყვიტოს უკრაინის ევროკავშირში მიღების დაბლოკვა.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის თებერვალში, შეიტანა და მალევე მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×