რეზონანსი
13.12.2025

ლიონელ მესის ინდოეთში მოგზაურობა ქაოსში გადაიზარდა, გულშემატკივრები კალკუტის მოედანს შტურმით არღვევდნენ და ბოთლებს ისროდნენ. მიზეზი არგენტინელი ლეგენდის სტადიონიდან დაგეგმილზე ადრე წასვლა გახდა. ინფორმაციას „დეილიმეილი“ ავრცელებს.

გულშემატკივრებმა, რომლებმაც ლეგენდის სანახავად ძვირადღირებული ბილეთები შეიძინეს, პროტესტის ნიშნად ვანდალიზმს მიმართეს, ბოთლების სროლა დაიწყეს და ტრიბუნებთან აღმართული დამცავი ღობის გატეხვის ცდილობდნენ.

ფეხბურთის ლეგენდა სტადიონზე ადგილობრივი დროით 11:15 საათზე მივიდა, თუმცა მხოლოდ ნახევარი საათით დარჩა, რადგან სტადიონზე დამსწრე ათასობით გულშემატკივარმა, იმ მიზეზითაც, რომ მესის დანახვა მისი მრავალრიცხოვანი დაცვის და თანხმლები პირების გამო ვერ შეძლეს, პროტესტის გამოხატვა ქაოტურად და აგრესიულად დაიწყეს. 

85 000-მაყურებლიან სტადიონზე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 80 000  გულშემატკივარი იმყოფებოდა, რომელთაგან უმრავლესობამ, მესის სანახავად 99 ფუნტამდე გადაიხადა. დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რადგან ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო არგენტინელის დანახვა.

„მხოლოდ ლიდერები და მსახიობები იყვნენ მესის გარშემო, 12 000 რუპიის ბილეთი გვქონდა (99 ფუნტი სტერლინგი), მაგრამ მისი სახის დანახვაც კი ვერ შევძელით“, - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

დღეს დილით სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან გულშემატკივრები ბოთლებს და აზიანებენ სკამებს, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×