რეზონანსი
14.12.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბრიუსელში „საბრძოლველად“ მიდის და რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს. მისი მტკიცებით, 200–300 მილიარდი ევროს აქტივებზე ხელის დადებას სერიოზული შედეგები ექნება და სხვა ქვეყნებიც შეიძლება დაფიქრდნენ, ღირს თუ არა ევროში რეზერვების შენახვა.

მე ჯერ არასდროს მინახავს, რომ 200–300 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების ჩამორთმევა შედეგების გარეშე დარჩენილიყო. სიტუაცია ყოველ კვირასთან ერთად გიჟური სისწრაფით უარესდება, - აღნიშნა ორბანმა მოჰაჩში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

ორბანი ასევე ამბობს, რომ ევროპელ ლიდერებს მოუწევთ აღიარონ: ომის ხარჯს არა მხოლოდ დღევანდელი მოსახლეობა, არამედ მომავალი თაობებიც გადაიხდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×