რეზონანსი
14.12.2025

ღრმად შოკირებული ვარ სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმით - ხანუქას დღესასწაულის პირველ დღეს ჩადენილი სიძულვილის აქტი მიმართულია ყველგან ებრაული თემების წინააღმდეგ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოკლულთა ოჯახებს და ებრაულ თემს თანაგრძნობას უცხადებს.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×