რეზონანსი
16.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო დონეზე ამხილა BBC, რომ ის არის არა მხოლოდ „ფეიკების“ გამავრცელებელი ტელევიზია, არამედ ფარული ძალების ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების გაშავებისთვის და გამოიყენება, როგორც ჩანს, სპეცსამსახურების მიერაც, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად აშშ-ის პრეზიდენტმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

„აქედან გამომდინარე, არავის გვიკვირს ის ამორალური ტყუილი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იკადრა BBC-იმ და როგორც ჩანს აქაც ის გამოიყენებოდა როგორც ინსტრუმენტი სიმართლის წინააღმდეგ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა, რომელიც 6 იანვრის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მისი სიტყვების მონტაჟს ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×