
ჩვენ დავკარგეთ პოლონეთსა და უკრაინას შორის პარტნიორობის ელემენტი და ამას ღიად ვამბობ, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გამოცემა Wirtualną Polską-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამას, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ფუნქციონირება, როგორც პარტნიორებმა და არა როგორც „უმცროსმა პარტნიორებმა".
„მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო წლებში შეეჩვია ვითარებას, როცა პოლონეთს როგორც მოცემულობას აღიქვამს. თითქოს ჩვენთან არაფრის შეთანხმება არ არის საჭირო, საუბარიც კი არ არის საჭირო, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ყველაფერს ვაძლევდით", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა იყოს მთავარი პირი, რომელიც დაინტერესებულია პოლონეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით. ეს ასე იქნებოდა, თუ ჩვენი ურთიერთობები სათანადოდ იქნებოდა სტრუქტურირებული. ამასობაში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონეთს სტაბილურ, აშკარა აქტივად მიიჩნევს, რომლის გარშემოც განსაკუთრებული ნაბიჯები არ არის საჭირო და ის გაცილებით უფრო მზადაა დასავლეთ ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობისთვის", - განაცხადა მან.