რეზონანსი
16.12.2025

 თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 72 წლის პედაგოგის, ნელი ჯავახიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა. ის სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.დაღუპული ქალბატონი თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.

ნელი ჯავახიშვილი 40 წელზე მეტხანს მუშაობდა ამ სკოლაში, უამრავი თაობა აღზარდა დამ მას თელავში ყველა იცნობს. ყველა განიცდის მომხდარს.

"გუშინწინ მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი. გარდაცვლილია 72 წლის ნელი ჯავახიშვილი-კირვალიძე. ქალბატონი ნელი სკოლის ინფომენეჯერი გახლდათ. პედაგოგობის 40 წლიანი გამოცდილებით. უძვირფასესი ადამიანი. ასწავლიდა ისტ-ს, შემდეგ ინფომენეჯერობა დაიტოვა. ჩემთვის და მთელი კოლექტივისთვის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. ძალიან დაგვაკლდება ყველას. საკმაოდ განათლებული და ერუდირებული პიროვნება გახლდათ. სანამ სკოლაში დაიწყებდა მუშაობას მანამდე მიომის ქარხნის ინჟინერი იყო. სკოლაში ძალიან დიდხანს იყო. ავარიის დეტალები ზუსტად არ ვიცი, ვიცით, რომ ფეხით გადაადგილდებოდა, როცა ავტომობილი დაეჯახა. ძალიან განვიცდით. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია,"- გვითხრა მისმა კოლეგამ.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო. სხვა დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×