
მეხუთე დღეა, კასპში 18 წლის გაუჩინარებულ ზუკა გულაროვს ეძებენ - სამძებრო სამუშაოები კასპის მიმდებარედ და ტყის მასივში მიმდინარეობს. დაკარგული გულაროვი, ოჯახის თქმით, სახლიდან 12 დეკემბერს, გამთენიას გავიდა, მას შემდეგ კი კავშირზე არავისთან გასულა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ ბიჭი ბუნებაში, საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად, განმარტოებისთვის წავიდა, თუმცა ტყეში გზა აებნა.
„ბავშვი რომ წამოვიდა კასპში, 11 დეკემბერს საღამოს, 12 რომ თენდებოდა, დაახლოებით, ღამის 2 საათზეა გაპარული და წასული. ყოველივე ცუდს გამოვრიცხავ მის ირგვლივ, უწესიერესი ბავშვია. წიგნები უყვარდა, ტყეში და მთაში მარტო გასვლა მოსწონდა და ასეთ რამეებზე საუბრობდა“, - ამბობს დედა.