რეზონანსი
17.12.2025

ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პირადად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბოლოს, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს ჰყავდა კავშირზე. ბოლომდე პატრონობდა და მერე მისი კავშირებით ლიაკა მოუწყო მგიმოში. ოპერატიული გასამრჯელოც დაუნიშნეს, ჰონორარის საფარით, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღეს, ე.წ. დასავლელი პოლოტიკოსები, როგორებიც არიან კალასი და ნაუსედა, თავიანთი ოჯახებით მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან. გამსახურდიას თქმით, ამგვარი წარსულის მქონე ადამიანები აბრალებენ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთუმეობას.

„ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, პირადად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბოლოს, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს ჰყავდა კავშირზე. ბოლომდე პატრონობდა და მერე მისი კავშირებით ლიაკა მოუწყო მგიმოში. ოპერატიული გასამრჯელოც დაუნიშნეს, ჰონორარის საფარით. ედიკა და მისი მოქკავშირი, რომელიც კომკავშირის მემკვიდრეობა იყო და სხვა არაფერი, რაზეც დაშენდა “ნაციონალური მოძრაობა”. მათი მოყვანა კიდევ შევარდნაძის რებრენდინგის მიზნით, პირდაპირ რუსებმა შეასრულეს იგორ ივანოვის ხელით. დღეს ე.წ. დასავლელი პილიტიკოსები, კაია კალასი (ესტონეთი), ნაუსედა (ლიეტუვა), მთელი თავიანთი წარსულით და ოჯახებით, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან. ეს საზოგადოება გვიკითხავს მორალს და გვაბრალებს რუსეთუმეობას ჩვენს გუნდს. დასკვნები, თქვენთვის მომინდია. ყველა ჩემ მიერ ხსენებული ფაქტი, მსურველს შეუძლია ინტერნეტ სივრცეში გადაამოწმოს.” - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×