რეზონანსი
18.12.2025

რუსთავში საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა. ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულზე, ბინაში ბუნებრივი აირი დაგროვდა. სახლში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად მისულმა მუშამ სანთებელა აანთო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

კლინიკაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ინფო რუსთავს" ინფორმაცია არ მიაწოდეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა "სოკარ გაზ ჯორჯიას" ჯგუფიც.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×