რეზონანსი
19.12.2025

დიალოგი ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იყოს, მით უფრო ისეთ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ევროპის კონტინენტია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგისკენ მოწოდება საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოწოდებაა.

„როგორც ჩანს, ზოგადად ისევ დიალოგისკენ მოწოდებაა, მათ შორის რუსეთთან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამის არც კომპლექსი და არც გაურკვეველი პოზიცია. დიალოგი ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იყოს, მით უფრო ისეთ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ევროპის კონტინენტია, სადაც ასეთი ღია ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ომი, რომელიც მარტო ორი სახელმწიფოს ომი არაა, საბოლოო ჯამში ეს ომი მთელი ევროპის კონტინენტზე გავლენას ახდენს. ამიტომ, თუ ერთი სახელმწიფოს ლიდერი ევროპას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს, ეს მხოლოდ ამ საკითხის პოლიტიკური, ანუ მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოწოდებაა, რაც მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×