რეზონანსი
19.12.2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“,  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ შეჩერებულ იქნა 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×