რეზონანსი
19.12.2025

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მორიგ რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან 103 989 ერთეული (2.622 მლრდ აშშ დოლარის) მანქანა გავიდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალი მონაცემებს 2009 წლიდან აქვეყნებს), მაქსიმალური მაჩვენებელია.

საქსტატის მიხედვით, გასულ წლის იგივე საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 97 835 ერთეული (2.218 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.

ამასთან, წელს რეექსპორტიორ ქვეყნებს შორის ტრადიციულად სამეულშია ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი, მეოთხე ქვეყანა კი ტაჯიკეთია.

რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოში ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქსტატის მიხედვით, წელს 11 თვეში ქვეყანაში 212 232 ერთეული (3.539 მლრდ აშშ დოლარის) მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 190 895 ერთეული (3.164 მლრდ აშშ დოლარის).

იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი კვალავ აშშ-ია, რომელსაც მოსდევს იაპონია, გერმანია და ჩინეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×