რეზონანსი
19.12.2025

ვხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან. ეს პროცესები გარდაუვალი იყო. არ დაწყნარებულა სიტუაცია. მაკრონის განცხადებაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი. ეძებენ გზებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი , - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, სამშვიდობო პოლიტიკა არ იყო მხოლოდ მარტო სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა, რა გამოწვევები შეიძლება დამდგარიყო.

„რაც შეეხება მაკრონს, ევრობიუროკრატიას, ვხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან. ეს პროცესები გარდაუვალი იყო. არ დაწყნარებულა სიტუაცია. მაკრონის ეს განცხადებაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი. ეძებენ გზებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი და ა.შ. კიდევ უფრო მეტ ესკალაციაში რომ არ შევიდეს და ევროპის სხვა ქალაქებში არ გადმოვიდეს. ძალიან ბევრი აზრია სხვადასხვა ლიდერის მხრიდან. სპეკულაციებსაც დიდი ადგილი უჭირავს. ამიტომ ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არამარტო დაკვირვების თვალსაზრისით, არამედ ვიცით რა გვინდა. სამშვიდობო პოლიტიკა ეს არ იყო მხოლოდ მარტო ერთი სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა, რა გამოწვევები შეიძლება დამდგარიყო. ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს. ის პროცესი, რომელიც დღეს გრძელდება და ის პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, ბევრ ქვეყანას უნდა, რომ იმავე პოზიციაში იყოს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ გვაქებენ და სერბეთს უნდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×