
ჩვენ თანმიმდევრულები ვართ უკრაინასთან მიმართებით, ჩვენი გადაწყვეტილება და მხარდაჭერა არის სწორედ ამ პოლიტიკასთან შესაბამისობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას.
„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ უკრაინასთან მიმართებით, ეს არაერთხელ გვითქვამს. გვაქვს ძალიან მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია, შესაბამისად ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და მხარდაჭერა არის სწორედ ამ პოლიტიკასთან შესაბამისობაში. ის თუ დღეს ვინმეს უკვირს, არის დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციების შედეგი. გასაკვირი არაფერია, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით, მხარს ვუჭერთ პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი გადაწყვეტილებები გამომდინარეობს იქიდან, რომ არ გვსურს, ჩვენს ქვეყანას შევუქმნათ საფრთხე, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.