რეზონანსი
19.12.2025

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება რუსეთისთვის „ომის გამოცხადების“ ტოლფასი იქნებოდა.

უნგრეთის პრემიერი ტყუილს უწოდებს განცხადებებს, რომ ომი დანახარჯების გარეშე აწარმოონ, ომის დასრულების შემდეგ კი რუსეთი ხარჯებს სამხედრო კომპენსაციის სახით დაფარავს.

„ისინი მშვიდად საუზმობენ სახლში, სვამენ ყავას და ფიქრობენ, რომ მორალური თვალსაზრისით, სწორია, დაეხმარო პატარა ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, არც ისე პატარას. ბოლომდე არც ის არის ნათელი, ვინ ვის დაესხა თავს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ახლა ვეხმარებით ქვეყანას, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა და ეს არაფერი გვიჯდება, მაგრამ საბოლოოდ, ისინი გადაიხდიან,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდ ევროს გამოეყოს, „უკიდურესად ცუდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „დაკარგული ფულია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×