რეზონანსი
19.12.2025

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ნატოში უკრაინის გაწევრიანების შანსის არარსებობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადება აფასებს.

„ყველასთვის ეს უნდა იყოს ისტორიის გაკვეთილი, რომ ლამაზ სიტყვებს არავინ უნდა ენდოს. აქ მთავარია რა ინტერესები უნდა ამოძრავებდეს ამა თუ იმ სახელმწიფოს და თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი ინტერესებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა არ აღმოჩნდეს იმ მოჯადოებულ პროცესში, რომლის დასასრულიც სამწუხაროდ ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის, ხშირად ეს არის კონფლიქტამდე მისასვლელი გზა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×