
ჩვენ ვიცით, რომ ყველა რეიტინგით ეს სახელმწიფოები არიან კორუფციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილზე მყოფები და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი დამოკიდებულებების ანგაჟირებას აჩვენებს.
„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად შერჩევითი და პოლიტიკურად ანგაჟირებულია ეს დამოკიდებულებები. საინტერესო იქნება ევროკავშირის ელჩის და საელჩოსგან განმარტება", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ" კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.