რეზონანსი
21.12.2025

ადამიანთა მიმართ, ვინც უკანონო ქმედებას არასრულწლოვანის გამოყენებით ჩაიდენს, სახელმწიფოს პასუხი უკომპრომისო იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა იმ ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაამტკიცა.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების მიზანი მოზარდის ინტერესების დაცვა და მათი კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვის პრევენციაა.

„ხშირ შემთხვევაში ეს [არასრულწლოვანთა ჩადენილი დანაშაული] არის წაქეზებული დამნაშავეების, კრიმინალების მხრიდან, რომლებიც თვითონ იმალებიან ბუჩქებში და საკუთარი შავბნელი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ახდენენ არასრულწლოვანთა კრიმინალიზაციას. ამ მხრივ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და ნებისმიერი, ვინც შეეცდება, რომ საკუთარი დანაშაულებრივი მიზნებისთვის ინსტრუმენტად არასრულწლოვანი გამოიყენოს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად შემოგვაქვს ეს მუხლი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×