რეზონანსი
22.12.2025

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, მივიდნენ, თუმცა ტელეფონების დატოვებაზე უარი თქვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

დღეს, მე და ჩემი ძმები დაგვიბარა თბილისი მთავარმა პროკურორმა! მივედით.

ნდობა არ გამოვუცხადეთ, არ დავტოვეთ ტელეფონები და ვუთხარით, რომ გამორთულს დავდებდით მაგიდაზე. მივიღეთ უარი, შეხვედრაზე ვთქვით უარი.

ჩვენი უარის შემდეგ თანაშემწე უკან დაბრუნების თხოვნით გამოგვედევნა ქუჩაში, - წერს კუპატაძე.

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის წინ აქციის გამართვას დღეს გეგავს. 16:00 საათზე პროკურატურის წინ ის საკუთარ ადვოკატებთან ერთად მივა და სამათლიან გამოძიებას მოითხოვს.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×