
ჩვენ ვნახეთ არჩევნები, სადაც გაიმარჯვა კონკრეტულმა კანდიდატმა, მინდა მას წარმატება ვუსურვო, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ადვოკატის პროფესია ეს არის, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის.
„ყველას შევახსენებ, რომ ადვოკატის პროფესია ქართულ მართლმსაჯულებაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა, ვინაიდან მანამდე „ნაცების“ დროს ჩვენ გვახსოვს, რომ ადვოკატის პროფესია საერთოდ გაუქმებული იყო“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს, მან არჩევნების მეორე ტურში 1473 ხმა მიიღო.