რეზონანსი
22.12.2025

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტს, რომელიც 2 იანვარს უნდა გაიმართოს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს, რომ მღებრიშვილი შარშან პროტესტის ნიშნად გაიფიცა.

ტურიაშვილი ინტერესდება, აღარ გვყვავს "რუსული მთავრობა" და ამიტომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალი წლის დღეებში კონცერტის ჩატარება შარშანდელი წლისგან გასხვავებით, თუ "უსინდისო პატიმრები" აღარ არიან ქვეყანაში.

"სტეფანე მღებრიშვილის რეკლამებით არის ფეისბუქი გადაჭრელებული 2 იანვარს უნდა იმღეროს რესტორანში და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავს, რომელიც ხალხს აწამებს და რუსეთისკენ მიგვაქანებსო მაინტერესებს წავედით ევროპისკენ? აღარ გვყავს რუსული მთავრობა? აღარ სტკივა გურამ როგავას ყური? ეგაა მატრაკვეცა რომ იქნები ადამიანი, გმირობა ამათ მარტო ტელევიზიაში ტლიკინი ჰგონიათ. სად შეგიძლიათ თქვენ პრინციპულობა, მოუნდა გულაობა. აღარ არიან უსინდისო პატიმრები ქვეყანაში?" - წერს ქეთევან ტურიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×