
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერების სამიტზე ჩასვლაზე უარი თქვა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანის ლიდერი სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ შეხვედრას „დატვირთული სამუშაო გრაფიკის“ გამო არ დაესწრება.
კრემლში მანამდე ამბობდნენ, რომ ელოდებიან სანქტ-პეტერბურგში ალიევის ჩასვლას, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვა განაცხადა: „მართლაც ყველა სახელმწიფოს მეთაურს ძალიან დაძაბული გრაფიკი აქვს, მით უმეტეს დეკემბერში, ახალი წლის წინ“.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ილჰამ ალიევი ასევე არ მონაწილეობდა ქალაქ ნევაში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაშიც. ამის მიზეზად ბაქოში ის დაასახელეს, რომ აზერბაიჯანი არ არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ცნობისთვის, ილჰამ ალიევმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტში მონაწილეობა 9-10 ოქტომბერს, დუშანბეში მიიღო.